|
2018-08-20 18:35:33, 603 ნახვა
რეგიონი
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ბიოგრინი“ ზაფრანას წარმოებას იწყებს
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ბიოგრინის“ საქმიანობას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი მიშელაძე გაეცნო. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ბიოგრინი“, რომელიც 8 მეპაიეს აერთიანებს საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში საქმიანობს. კოოპერატივს 7 ჰა-ზე გაშენებული აქვთ ზაფრანა, ნედლეულის გადამუშავება აქტიურ ფაზაშია შესული. კოოპერატივი პროდუქციას საექსპორტოდ ამზადებს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი მიშელაძის განცხადებით, ამ მიმართულებით გაერთიანების შედეგად თითოეული მეპაიისათვის ხელმისაწვდომია კოოპერაციის სიკეთე, რადგან მათ უკვე საბოლოო პროდუქციის რეალიზაციიდან შეუძლიათ მიიღონ გაზრდილი შემოსავალი. მისასალმებელია რომ კოოპერატივი „ბიოგრინი“ აწარმოებს საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტს. დღეისათვის საქართველოში სხვადასხვა დარგის 1182 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული. სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით კოოპერაცია აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და, შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)