|
2018-08-20 14:48:52, 823 ნახვა
რეგიონი
სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის გზის მე-9 კილომეტრზე 21-22 აგვისტოს მოძრაობა შეიზღუდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 21 აგვისტოს 10:00 სთ-დან 22 აგვისტოს 22:00 საათამდე, სს „საქართველოს რკინიგზა” გეგმავს საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-9 კმ-ზე (საჯავახო) არსებული დაცული სარკინიგზო გადასასვლელის ორივე მხარეს, საავტომობილო გზის ჰორიზონტალური მოედნის მოწყობას (ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა). აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად, საჭიროა გზის სავალი ნაწილის დროებითი ჩაკეტვა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა გრუნტის გზაზე. „სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო გზაზე გამოყოფილი იქნება სათანადოდ აღჭურვილი გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალება, ასევე სს „საქართველოს რკინიგზის” შესაბამისი თანამშრომლები (სიგნალისტები), უზრუნველყოფენ საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას. მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)