|
2015-06-04 15:46:15, 595 ნახვა
საზოგადოება
მყინვარ დევდორაკზე და მდინარე ამალის ხეობაში დღეიდან სპეციალისტები მონიტორინგს განახორციელებენ
მყინვარ დევდორაკზე და მდინარე ამალის ხეობაში დღეიდან სპეციალისტები მონიტორინგს განახორციელებენ. ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. როგორც უწყებაში აცხადებენ, სპეციალისტები მონიტორინგს სტიქიური მოვლენების შესაძლო გააქტიურების შემთხვევაში, ადრეული შეტყობინების მიზნით განახორციელებენ. „სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფმა, სასაზღვრო პოლიციის დახმარებით, მთა-მყინვარწვერის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, საცხოვრებელი ვაგონი (ეგრეთწოდებული „კუნგი“) განათავსეს. მონიტორინგი განხორციელდება იმ დრომდე, სანამ არ დამონტაჟდება ავტომატიზირებული ადრეული შეტყობინების სისტემა. მონიტორინგი მინიმუმამდე დაიყვანს სამხედრო გზაზე მოძრავი, როგორც ადგილობრივი, ისე ტრანზიტული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისა და ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას. ამასთან, დღესვე დაგეგმილი იყო სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების პირიქითა ხევსურეთში ჩასვლა, თუმცა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ჯგუფმა სტიქიის ზონამდე ვერ შეძლო მისვლა“, - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)