02:08 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-17 19:08:27, 1145 ნახვა

რეგიონი
სასტუმრო „ველმონდი“ დაიხურა

სასტუმრო „ველმონდი“, ყოფილი (ლეოგრანდი) ამ დროისთვის უკვე დახურულია.

შენობიდან მთელი დღის განმავლობაში სტუმრების გაყვანა მიმდინარეობდა. 300 სტუმარი  სხვადასხვა სასტუმროებში უკვე გადაანაწილეს.

ყოფილი ლეოგრანდიდან ტურისტების გადაყვანის პროცედურებში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აქტიურად იყო ჩართული.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სასტუმროს ადმინისტრაციას ორდღიან ვადას მისცა, რათა შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და შეწყვიტოს საქმიანობა. სამსახურის ინფორმაციით 2018 წელს შენობა სამჯერ შემოწმდა და გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა ამ დრომდე არ შესრულებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სასტუმროსთვის ექსპლუატაციის შეჩერება. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა. შარშან „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics