|
2018-08-17 10:15:40, 886 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე - აშშ-ის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეებზე კიდევ ერთხელ დადასტურდა
ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე ხელმოწერით, აშშ-ს მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები, როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ კონტექსტში სულ უფრო მკაფიოდ არის წარმოჩენილი აშშ-ის პოლიტიკურ დღის წესრიგში. „რამდენიმე დღის წინ საქართველომ კიდევ ერთი უპრეცედენტო მხარდაჭერა მიიღო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორისგან, ამერიკის შეერთებული შტატებისგან. ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე ხელმოწერით, აშშ-ს მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეებზე. საყურადღებოა, რომ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები, როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ კონტექსტში სულ უფრო მკაფიოდ არის წარმოჩენილი აშშ-ის პოლიტიკურ დღის წესრიგში“, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2019 წლის აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი გამოირჩევა იმით, რომ მასში დაფიქსირებულია უმნიშვნელოვანესი ჩანაწერები საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების, ასევე რეგიონალური უსაფრთხოების მხარდაჭერის თვალსაზრისითაც. „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო დონეზე კიდევ ერთხელ ფიქსირდება ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკის, მათ შორის, საქართველოს ნატოში გაწევრიანების იდეის სრული მხარდაჭერა. კიდევ ერთხელ მსურს, გადავუხადო დიდი მადლობა ამ მხარდაჭერისთვის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს. ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა მართლაც, რომ სტრატეგიული ხასიათის არის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)