01:34 - 23 May, 2026
|
2018-08-17 10:31:58, 618 ნახვა
რეგიონი
აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა ბათუმში კონცერტი გამართა
ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკთან, პროექტ „Check in Georgia“-სა და ფესტივალ „ფოლკლორის დღეები“-ის ფარგლებში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი გაიმართა. მაყურებლის წინაშე ანსამბლი „აფხაზეთი“ განახლებული პროგრამით წარსდგა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა. ფესტივალი 29 ივლისს დაიწყო და 26 აგვისტომდე გაგრძელდება და მასში 45 ფოლკლორული ანსამბლი მონაწილეობს საქართველოს ყველა რეგიონიდან. ფესტივალის მიზანი ტურიზმის ხელშესაწყობად ქალაქ ბათუმში ჩასული სტუმრებისათვის ქართული ხალხური შემოქმედების გაცნობაა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)