|
2015-06-04 15:13:07, 367 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი რაიმონდს ვეიონისს ლატვიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რაიმონდს ვეიონისს ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს საქმიანობაში, რომელიც ლატვიაში მშვიდობის განმტკიცებასა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას ემსახურება. „დარწმუნებული ვარ, თქვენი პირადი წვლილის წყალობით საქართველოსა და ლატვიას შორის ტრადიციული მეგობრობა და პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება ჩვენი სახელმწიფოების საერთო ინტერესების სასარგებლოდ. ამავე დროს, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენი ქვეყნის უწყვეტ მხარდაჭერას საქართველოს მისწრაფებებისადმი, რომლებიც ეხება ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანებას, ასევე ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას. კიდევ ერთხელ, გისურვებთ წარმატებებს“, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)