11:20 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-15 14:47:30, 1688 ნახვა

ეკონომიკა
„ოპიკის" ვიცე-პრეზიდენტი ანაკლიის პორტის წარმომადგენლებს შეხვდა

აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC)  აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დევიდ ბოჰიგიანი და „ოპიკის" წარმომადგენლები ქართულ-ამერიკული კონსორციუმის, ADC-ის მენეჯმენტს შეხვდნენ და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ფინანსირების საკითხები განიხილეს.

"ოპიკის" აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, პორტის დეველოპერთა გეგმები, ხელს შეუწყობს ასობით სამუშაო ადგილის შექმნას.

„ძალიან შთამბეჭდავია პორტის დეველოპერთა გეგმები მის განვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს შეუწყობს ასობით სამუშაო ადგილის შექმნას რეგიონში და საქართველოს კიდევ უფრო მნიშვნელოვან ევრაზიის სატრანზიტო ცენტრად აქცევს...პორტის განვითარება ნაწილია დამაკავშირებელი გეგმისა, რომ შავი ზღვა განვითარდეს როგორც რეგიონული და გლობალური ჰაბი", - განაცხადა "ოპიკის" აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა.

აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ფინანსირების საკითხზე უკვე რამდნეიმე თვეა მუშაობს. საფინანსო ინსტიტუტი პორტის მშენებლობაში 100 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტირებას განიხილავს.

ამავდროულად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაფინანსებაში ჩართულია 5 სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსიტუტი, რომელთა წარომადგენლებმა 2018 წლის ივლისში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორია შეისწავლეს და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" წარმომადგენლებთან სამუშო შეხვედრები გამართეს.

„ოპიკი" - კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია - აშშ-ის სააგენტოა, რომელიც ამერიკული ინვესტიციების საერთაშორისო ბაზრებში დაბანდებას უწყობს ხელს. OPIC-ის სერვისები ხელმისაწვდომია 160-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედი ახალი და გაფართოებაზე ორიენტირებული ბიზნესისათვის, რომლებიც ინვესტირებას გეგმავენ.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის I ფაზის მშენებლობა საზღვაო-სამშენებლო ეტაპზე გადავიდა. პორტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს მძიმე ტექნიკის მობილიზება მასშტაბური საზღვაო სამუშაოების დასაწყებად.

შეხვედრას  დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუნა ლოცულაშვილმა, რომელზეც გორში, პოლიციელებმა დაკავების დროს ჯგუფურად იძალადეს, კლინიკა დატოვა
გორში პოლიციის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება
პროკურატურამ 6 მოძალადე პოლიციელი დააკავა, მათ ბრალად ედებათ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით
გორში, პოლიციელთა ძალადობის კადრები ჟურნალისტებმა საკუთარი ფანჯრიდან გადაიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics