|
2018-08-15 10:16:20, 5018 ნახვა
მსოფლიო
თურქეთმა აშშ-დან ავტომობილებზე და ალკოჰოლზე საბაჟო ტარიფი 120-140 % გაზარდა
თურქეთმა აშშ-დან შეტანილ პროდუქტებზე, მათ შორის ავტომობილებზე, ალკოჰოლზე და თამბაქოს ნაწარმზე, საბაჟო ტარიფი გაზარდა. ტარიფების გაზრდა პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე მოხდა. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუატ ოქტაის განცხადებით, ტარიფების გაზრდის გადაწყვეტილება აშშ-ის მიერ თურქეთის ეკონომიკაზე განხორციელებული თავდასხმის გამო მიიღეს. ტარიფების ზრდა ასევე შეეხო ბრინჯსა და კოსმეტიკურ საშუალებებსაც. თურქეთსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-მა თურქულ ალუმინსა და ფოლადზე ტარიფები გაზარდა. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, მსუბუქ ავტომობილებზე საბაჟო ტარიფი 120%-ით გაიზარდა, ალკოჰოლურ სასმელებზე - 140%-ით, თამბაქოს ნაწარმზე - 60%-ით, კოსმეტიკაზე - 60%-ით, ბრინჯზე - 50%-ით, ქვანაშირზე - 13,7%-ით.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)