|
2015-06-04 13:59:19, 362 ნახვა
საზოგადოება
269 დევნილ ოჯახს ბინები დაუკანონდა
269 დევნილ ოჯახს ბინები დაუკანონდა, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, დევნილი ოჯახებისთვის გადაცემული ბინების დიდი ნაწილი გარემონტებულია. „პროგრამა, რომელიც პირველ სექტემბრამდე დაახლოებით 10 ათასი დევნილისათვის ბინის დაკანონებას გულისხმობს, სრულდება და ისინი ხდებიან ჩვეულებრივი მესაკუთრეები. თუმცა როდესაც 269 დევნილ ოჯახზე ვსაუბრობთ, რეალურად მათ თითქმის 340 საკუთრება გადაეცათ ანუ ბინასთან ერთად დამატებით სათავსოებიც დაუკანონდათ. ბინების უმრავლესობა თბილისშია, ნაწილი კი ზუგდიდში, ზუგდიდის რაიონში შემავალ სოფლებში, ფოთსა და კარალეთის ჩასახლებაში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)