|
2018-08-11 14:41:13, 871 ნახვა
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან 14:00 საათის მონაცემებით, საგანგებოში 9 შეტყობინება შევიდა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან, 14:00 საათისთვის 9 შეტყობინებაა შემოსული, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ზუგდიდში მეხანძრე-მაშველებმა 4 სცხოვრებელ სახლში წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები განახორციელეს. ასევე, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მობილიზებული იყო სასტუმრო „ოქროს საწმისის" მიმდებარედ დატბორილ ტერიტორიაზე. მეხანძრე-მაშველებმა წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მარტვილის სოფელ ბანძაში 3 საცხოვრებელ სახლში განახორციელეს. რაც შეეხება სენაკს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სენაკიდან 1 სეტყობინება შევიდა. მეხანძრე- მაშველებმა მოქალაქის საცხოვრებელ სახლში სანიაღვრე არხიდან წყლის ამოტუმბითი სამუშაოები განახორციელეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახანძრო-სამაშველოს დამატებითი ძალებია მობილიზებული იმერეთის რეგიონიდან და თბილისიდან. საგანგებო სიტუაციების სამსახურში, საქართველოს სხვა რეგიონებიდან საცხოვრებელი სახლების დატბორვის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ შემოსულა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)