|
2018-08-11 11:32:21, 574 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ზორტიყელის მთის მოსახლეობას შეხვდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, აჭარის ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან ადგილს - ზორტიყელს ეწვია. თორნიკე რიჟვაძე იალაღებზე მყოფ მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, შუამთობის დღესასწაულს ზორტიყელის მთაზე განსაკუთრებულად აღნიშნავენ. „დღეს არის ზორტიყელობის დასაწყისი, შუამთობის დასაწყისი, მთის და ბარის სიყვარულის და პატივისცემის დღე. ჩვენ შევხვდით ჩვენს მეგობრებს და მივულოცეთ ეს დღესასწაული. მსგავსი შეხვედრები მთაში გაგრძელდება. დავინტერესდით იმ პრობლემებით, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ და რა თქმა უნდა, სწრაფი ტემპებით უნდა გადაიჭრას ძალიან ბევრი საკითხი. ჩვენ განვახორციელებთ ისეთ ღონისძიებებს, რომ ხელი შეეწყოს ჩვენს მოქალაქეებს უკეთ იცხოვრონ მთაში. მთის გაძლიერება კი ხელს შეუწყობს როგორც ბარის, ისე მთლიანად ქვეყნის გაძლიერებას" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. ზორტიყელის მთაზე შეკრებილმა მოსახლეობამ კმაყოფილება გამოთქვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ადგილზე სტუმრობით და ამ ფორმით დაწყებული კომუნიკაცია დადებითად შეაფასა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)