|
2018-08-11 11:02:45, 1128 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: 10 წლის წინ, შინდისში ჩვენმა თანამემამულეებმა სიცოცხლის ფასად დაიცვეს სამშობლო ვერაგი მტრისგან
საქართველოს პრეზიდენტი შინდისის ბრძოლის 10 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და დაღუპული გმირების თავდადებას იხსენებს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, შინდისის ბრძოლა გმირობის სიმბოლოა. „შინდისის ბრძოლა 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდია. 10 წლის წინ ამ დღეს შინდისში ჩვენმა თანამემამულეებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად, გმირულად დაიცვეს ჩვენი სამშობლო ვერაგი მტრისგან. 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან. ეს დღე მაგალითია იმის, რომ არ არსებობს პატარა და დიდი ბრძოლები. ჩვენ სიამაყით ვიხსენებთ დღეს, როცა ვერ გატეხეს ის ადამიანები, რომელთა წინააღმდეგაც იყო ამუშავებული მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მანქანა. ქართველმა მებრძოლებმა წინააღმდეგობა ბოლომდე გასწიეს. 17 მათგანი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა. მადლობა და დიდება მათ სახელებს და მათ ხსოვნას", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)