|
2015-06-04 12:31:31, 438 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: თავდაცვის ბიუჯეტის პროგრამულ ნაწილს არც ერთი თეთრი არ მოაკლდება
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბიუჯეტის კორექტირებასთან დაკავშირებით, კონკრეტული საუბარი არ ყოფილა. როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, 10 ივნისამდე ბიუჯეტის დაკორექტირებულ ვარიანტს წარადგენენ. თუმცა, მანამდე ხიდაშელი აცხადებს, რომ თავდაცვის ბიუჯეტის პროგრამულ ნაწილს არც ერთი თეთრი არ მოაკლდება. "ბიუჯეტის კორექტირებაზე რაიმე კონკრეტული საუბარი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე არ ყოფილა იქიდან გამომდინარე, რომ ყველა სამინისტროს აქვს დავალებული, წარმოვადგინოთ ჩვენი ვერსიები, 10 ივნისამდე განისაზღვრა ეს ვადა და შესაბამისად, 10 ივნისამდე წარმოვადგენთ ინფორმაციას. ერთი რამ ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთი თეთრი თავდაცვის ბიუჯეტის პროგრამულ ნაწილს არ მოაკლდება.თუკი იყო იქ გათვალისწინებული რამე, მაგალითად, რბილი ავეჯის შესაძენად, ამას აღარ ვიყიდით",-განაცხადა თინა ხიდაშელმა. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნოდარ ხადურს დაავალა, 10 ივნისამდე ბიუჯეტის დაკორექტირებული ვარიანტი წარმოადგინოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)