|
2018-08-07 13:20:53, 561 ნახვა
რეგიონი
„ეს პოლიტიკა მსოფლიოსგან ჩვენს იზოლირებას ეფუძნება“ - ოკუპირებული აფხაზეთი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებას ეხმაურება
ოკუპირებული აფხაზეთის დ-ეფაქტო საგარეო უწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ფედერაცია ნიგერიის ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლასთან დაკავშირებით FIFA-ს მიმართავს. როგორც ე.წ. უწყების განცხადებაშია ნათქვამი, საქართველო "აფხაზეთის რესპუბლიკის იზოლირებას ცდილობს". "თბილისის მანიაკალური მისწრაფება" ნებისმიერი ხერხით შეზღუდოს აფხაზი სპორტსმენების საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა, არის საქართველოს უცვლელი პოლიტიკა აფხაზეთის მიმართ, რაც ძველ სტერეოტიპებსა და მსოფლიოსგან ჩვენს იზოლირებას ეფუძნება", - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრების ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადება 4 აგვისტოს გაავრცელა. ფედერაციამ ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილ მატჩზე FIFA-ს მიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)