|
2015-06-04 11:04:03, 380 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი ინიციატივით გამოდის, თბილისის აეროპორტი რუსთაველის სახელობის გახდეს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ინიციატივით გამოდის, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი რუსთაველის სახელობის გახდეს. ამის შესახებ მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ღარიბაშვილმა დედაქალის საკრებულოს მიმართა, რომ ამ თემაზე იმსჯელოს. „სამწუხაროდ წლების განმავლობაში თბილისის აეროპორტისთვის სახელის შერჩევა და გადარქმევა ვერ მოხდა. მე ვესაუბრე დავით ნარმანიას და გუნდშიც ვიმსჯელეთ,რომ თბილისის აეროპორტს დაერქვას რუსთაველის სახელობის აეროპორტი. მოგეხსენებათ, მომავალ წელს არის რუსთაველის 850 წლის იუბილე ამაზე ჩვენ ვაპირებთ შევქმნათ სპეციალური სახელმწიფო კომისია, რომელიც ამ იუბილეს აღნიშნავს განსაკუთთრებულად და მიმაჩნია ძალიან კარგი იქნბოდა თუ სახელის გადარქმევის საკითხს თბილისის საკრებულო გადაწყვეტდა. იმედია იმსჯელებენ ამ საკითხზე. რა თქმა უნდა მოსახლეობის აზრიც მნიშვნელოვანია და იმედია, რომ ისინი აზრს გამოთქვამენ“,-აღნიშნა ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)