|
2018-08-07 11:49:59, 1706 ნახვა
მსოფლიო
მედვედევი აგვისტოს ომზე: ჩვენი მიზანი საქართველოს განადგურება ან სააკაშვილის სიკვდილით დასჯა არ იყო
რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, 2008 წელს რუსეთის მიზანი საქართველოს და მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განადგურება არ იყო. როგორც მედვედევმა "კომერსანტის" ინტერვიუში განაცხადა, დაძაბულობა საქართველოში ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაიწყო. "2008 წლის აგვისტოს კონფლიქტი არ იყო გარდაუვალი. რომ არა, სააკაშვილის უპასუხისმგებლობა, ამორალური და კრიმინალური ქმედება, არავითარი ომი არ იქნებოდა. მართალია, საქართველოში მაშინ დაძაბულობის მაღალი დონე იყო, თუმცა ეს არ შეიქმნა 2008 წელს, არამედ 1991-ში. პრობლემების საფუძველი 1990-იან წლებშია. ათი წლის წინ, საქართველოს ხელისუფლებამ აგრესიას უბრალოს მწვანე შუქი აუნთო. როდესაც პრეზიდენტი ვიყავი, თავიდან სააკაშვილთან კარგი ურთიერთობა მქონდა. ის ამბობდა, რომ მეგობრობის და ურთიერთობის აღდგენის იმედი აქვს, თუმცა შემდეგ მყისიერად გაწყვიტა კავშირი. ვფიქრობ, ეს ქცევის დამუშავებული ხაზი იყო. იმ დროს, მან თავისი ამერიკელი მფარველებისგან უკვე მიიღო ფართომასშტაბიანი კონსულტაციები. ჩვენი მიზანი საქართველოს განადგურება ან სააკაშვილის სიკვდილით დასჯა არ იყო. ჩვენ არ შევიყვანეთ ტანკები თბილისში მას შემდეგ, რაც ქართული ჯარები ცხინვალიდან გავაგდეთ. ამან საშუალება მოგვცა რეგიონში სიტუაცია დაგვერეგულირებინა და ასევე ევროკავშირთან საკმაოდ მშვიდი ურთიერთობა აღგვედგინა. რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, საქართველოს "იძულებითი მშვიდობის" სამხედრო კამპანიის შემდეგ, ჩემთვის რეგიონში მშვიდობის დამყარების ერთადერთი გზა იყო. თუ იქ ჰაერში გამოკიდებულ სიტუაციებს დავტოვებდით, გაგრძელდებოდა პროვოკაციები, მათ შორის რუსების წინააღმდეგ. როდესაც არის შეთანხმება სახელმწიფოებს შორის, ყველა ხვდება, რომ უფრო ძვირფასია რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირება, ვიდრე რაღაც უტოპიური იდეებისთვის ბრძოლა. იმის გათვალისწინებით, რომ მაშინ საქართველოს სათავეში ფსიქიკურად დაუბალანსებელი ადამიანი იდგა, სხვა ვარიანტი უბრალოდ აღარ იყო. სააკაშვილის კარიერა საქართველოში, სავარაუდოდ, დასრულებულია - რაც ქვეყნისთვის ძალიან კარგია. საქართველოს ახალ მთავრობასთან ჩვენ მზად ვართ ურთიერთობის ასაწყობად", - განაცხადა მედვედევმა.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)