08:38 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-07 11:27:29, 740 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც 10 წლის წინ ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად იდგა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან, თბილისის მერთან კახა კალაძესთან, პარლამენტის წევრებთან და საქართველოში ვიზიტით მყოფ პოლონეთის, ლიეტუვის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და უკრაინის ვიცეპრემიერთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

კობახიძემ აღნიშნა, რომ დაღუპულმა გმირებმა სიამაყის საფუძველი დატოვეს. 

„დღეს შესრულდა 10 წელი  რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან. აგვისტოს დღეებმა ჩვენ დაგვიტოვა ძალიან დიდი ტკივილი, ძალიან მძიმე მოგონებები, ადამიანური ტრაგედიები, დაგვიტოვა დაკარგული ტერიტორიები, თუმცა, ასევე დაგვიტოვა სიამაყის განცდა და ეს სიამაყის განცდა პირველ რიგში დაკავშირებულია ჩვენს გმირებთან, რომლებსაც დღეს პატივს მივაგებთ. ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს სამხედროებს, მოხალისეებს, თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც გულანთებული იდგა ათი წლის წინ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად.  ჩვენი ვალია მათ წინაშე, რომ  ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის და ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენისათვის", -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics