11:31 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-06 18:39:45, 987 ნახვა

სამართალი
წიაღის ეროვნულმა სააგენტომ გურიაში სასარგებლო წიაღისეულის დარღვევით მოპოვების ფაქტებიგამოავლინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნულმა სააგენტომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ხუთი სალიცენზიო ობიექტის შემოწმების შედეგად ორშიდარღვევა აღმოაჩინა. შემოწმება-დათვალიერება სოფლების - ლიხაურისა და მაკვანეთის მიმდებარედ მდინარე აჭისწყალზე მოხდა.

შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ ორი სუბიექტი სასარგებლო წიაღისეულს წინასწარ შედგენილი წიაღით სარგებლობის საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე მოიპოვებდა, რის გამოცმომზადდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები და განსჯადობის მიხედვით გადაიგზავნება შესაბამის სასამართლოში.

აღსანიშნავია, რომ დათვალიერება/შესწავლით და მასალების კამერალური დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნული ორი ლიცენზიანტიდან ერთ-ერთი ლიცენზიისმფლობელი ქვიშა-ხრეშს მოიპოვებდა სალიცენზიო კონტურს გარეთ, რასთან დაკავშირებითაც კომპეტენციის ფარგლებში, შემდგომი რეაგირების მიზნით მასალები გაიგზავნაუფლებამოსილ ორგანოში.

სასამართლოში საქმის განხილვის პარალელურად, წიაღის ეროვნულმა სააგენტომ წერილობით მიმართა ლიცენზიის მფლობელებს  და  წიაღით სარგებლობის საპროექტოდოკუმენტაციის შედგენის, სააგენტოში მისი წარდგენისა და თანხმობის მიღებამდე მოპოვებითი სამუშაოების შეჩერება მოითხოვა. წიაღით სარგებლობის საპროექტო დოკუმენტაციაშედგენილი უნდა იყოს დღეს არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით და სამუშაოების დაწყებამდე სავალდებულო წესით უნდა შეთანხმდეს სსიპ წიაღის ეროვნულსააგენტოსთან.

რაც შეეხება დარჩენილ სამ ობიექტს, დათვალიერება/შესწავლით დადგინდა, რომ აღნიშნული ლიცენზიის მფლობელი არ აწარმოებდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებითსამუშაოებს, შესაბამისად აღნიშნული ლიცენზიების პირობების დარღვევის ფაქტი არ დაფიქსირდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
რატომ გაასაიდუმლოეს 8 ოპოზიციონერის სასამართლო პროცესი - საერთაშორისო გამჭირვალობის ანგარიში
პაპუნა ლოცულაშვილმა, რომელზეც გორში, პოლიციელებმა დაკავების დროს ჯგუფურად იძალადეს, კლინიკა დატოვა
გორში პოლიციის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics