09:28 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-06 12:45:49, 918 ნახვა

კომენტარი
ანა ნაცვლიშვილი: ნინო გვენეტაძემ იმედები ვერ გაამართლა

„ნინო გვენეტაძემ ვერ გაამართლა ძალიან ბევრის ნდობა, თუმცა მას არანაირი ხელშეწყობა იუსტიციის სამინისტროსგან და პარლამენტისგან არ ჰქონია. შესაბამისად, ეს შედეგები, რაც მივიღეთ სასამართლო სისტემაში, არ არის სწორი მხოლოდ ერთ ადამიანს დაბრალდეს“, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, კანდიდატის შერჩევა მოხდება კონსულტაციების საფუძველზე.

„პირველი და უმნიშვნელოვანესი საკითხი, რაზეც ჩვენ გვინდა მოვისმინოთ მოსაზრებები და რჩევები, ეს არის, როგორ დაიგეგმოს პროცესი, იმისთვის, რომ მივიდეთ საუკეთესო შედეგამდე, როგორ წარმოუდგენიათ, აკადემიური წრეების წარმომადგენელებს პროცესის მართვა, კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ეს ადამიანი, იმიტომ, რომ კანონში არის საკმაოდ ზოგადი ჩანაწერები და კონკრეტული დეტალები არ არის გაწერილი, მათ შორის კრიტერიუმების მოთხოვნის მიმართულებით. ეს შეხვედრა ემსახურება, სწორედ პროცედურისა და კრიტერიუმების შესახებ, მოსაზრებების მოსმენას“, - აღნიშნა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დღეს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს ხვდებიან.

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე თანამდებობიდან 2 აგვისტოს გადადგა. პრეზიდენტი ახალი თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევას დღეიდან იწყებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics