|
2018-08-04 12:42:47, 727 ნახვა
რეგიონი
C ჰეპატიტის კვირეულის ფარგლებში, ბათუმში საჯარო დისკუსია მიმდინარეობს
C ჰეპატიტის კვირეულის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ორგნიზაცია "ჯანმრთელობის კვლევის კავშირის", აჭარის საზოგადოებრივი ჯანდვაცის ცენტრის, განკურნებულ პაციენტთა ასოცოაციის, ზიანის შემცირების ქსელისა და ინფექციონისტების მონაწილეობით საჯარო დისკუსია მიმდინარეობს. შეხვედრა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ გახსნა. 2015 წლიდან დღემდე C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში აჭარიდან ჩაერთო 5 000 პაციენტი, მკურნალობა დაასრულა 3500-ზე მეტმა პაციენტმა, განკურნება დადგა 98%-ში. მკურნალობას აგრძელებს 725 პაციენტი. C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი, მსურველს, უფასოდ შეუძლია ჩაიტაროს ბათუმის ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება აქვთ მოისმინონ პროგრამაში არსებული მიღწევების შესახებ, დასვან შეკითხვები და გაწევრიადნენ განკურვებულ პაციენტთა ასოციაციაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|







epn.ge (@expressnews.ge)