|
2018-08-03 17:31:15, 929 ნახვა
კომენტარი
გახარია: საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობა ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოკითხვის დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. როგორც გახარიამ აღნიშნა, თუ კომისია გამოავლენს ისეთ ხარვეზებს, რომელსაც პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი ზეგავლენა ჰქონდა საბოლოო შედეგზე ამ საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის და ადეკვატურ ღონისძიებებს გაატარებს. „ჩვენ არ მოვსულვართ აქ ოპოზიციურ პარტიასთან, მოვედით კომისიასთან. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და მოქალაქეებს ვუთხრა, რომ გამოძიება გრძელდება და ეს არის პროცესი. სასამართლოში გრძელდება ძირითადი ნაწილი გამოძიების, რომელიც ახლა მეორე ინსტანციაში, გამოყოფილი საქმე გრძელდება და ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვამბობთ, რომ ამ საქმის ფარგლებში, ამ ტრაგიკული საქმის ფარგლებში ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. მეორე: რა თქმა უნდა ჩვენ გვესმის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ საპარლამენტო რესპუბლიკაში და საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობა ჩვენთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ დღეს და ამიტომ გავეცით ყველა კითხვას ჩვენ პასუხი რომელიც იყო და ჩვენ ამას გავაგრძელებთ, რადგან ყველას კარგად გვესმის, რომ კომისია საპარლამენტო-საგამოძიებო შეიქმნა იმის დასადგენად, გამოძიების პროცესში, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ და ხაზგასმით აღვნიშნავ, ჯერ არ დასრულებულა. იყო თუ არა რაიმე სახის ხარვეზები შესაბამისად ამის დადგენა არის კომისიის ფუნქცია. ჩვენ დღეს კომისიას ოფიციალურად მე პირადად ვუთხარი, რომ თუ კომისია გამოავლენს ისეთ ხარვეზებს, რომელსაც პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი ზეგავლენა ჰქონდა საბოლოო შედეგზე ამ საქმესთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის და ადეკვატურ ღონისძიებებს გავატარებთ. ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ჩამოთვალეს, დღეს კომისიას არ აქვს დადგენილი პირდაპირ კავშირში არის თუ არა საბოლოო შედეგთან. თუ კომისია, რომელიც უკვე მუშაობს ორ თვეზე მეტია, დაადგენს, რომ ასეთი კავშირი იყო, რა თქმა უნდა ეს იქნება ჩვენთვის მთავარი და ამიტომ, ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ჩვენ ველოდებით კომისიის დასკვნას და ის, რასაც დღეს კომისია ცდილობდა, ცოტათი უფრო მეტს მოველოდი მათგან“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)