|
2018-08-03 16:36:19, 2087 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოსა და ჩინეთს შორის საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შეთანხმებაზე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
ჩინეთის დედაქალაქ პეკინში წარმატებით დასრულდა მოლაპარაკება საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ,,მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმების“ პროექტის ტექსტთან დაკავშირებით. მოლაპარაკების შედეგად, ქართულმა მხარემ შეძლო ჩინურ მხარესთან შეთანხმების მიღწევა და მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება. შედეგად, მხარეებმა მოახდინეს შეთანხმების ტექსტის პარაფირება და გაფორმდა შესაბამისი ოქმი. ოქმის შესაბამისად, მხარეები დროულად გაატარებენ შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს შეთანხმების შესაძლო მოკლე ვადაში ხელმოწერის მიზნით. ამასთან, შეთანხმების ძალაში შესვლამდე საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის საპილოტე საავტომობილო გადაზიდვები განხორციელდება. შეთანხმების გაფორმება შექმნის ორ ქვეყანას შორის სამართლებრივ საფუძველს საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანების განხორციელების დაწყების მიზნით. შეთანხმება ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს მიმართულებით დამატებითი ტვირთნაკადის მოზიდვას, ასევე ქართული წარმოების პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე შეტანის წახალისებას ტრანსპორტირების ხარჯების და გადაზიდვის დროის შემცირების გზით. აღნიშნული დადებით გავლენას იქონიებს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებაზე. ასევე გამოიწვევს თანამშრომლობის გაძლიერებას „ერთი გზა - ერთი სარტყელის“ პროექტის ფარგლებში. საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს და საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის წარმომადგენლები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)