|
2018-08-03 13:00:36, 838 ნახვა
კომენტარი
გახარია კომისიას: თქვენს ვალდებულებას ნუ ანაწილებთ ჩვენზე - თქვენ აქ მაყურებლებზე მუშაობთ
„ქართულად ვსაუბრობ მგონი. თქვენს ვალდებულებას და პასუხისმგებლობას ნუ ანაწილებთ სხვაზე, ამ შემთხვევაში ჩვენზე. ჩვენ დავიწყეთ გამოძიება. თქვენ ხომ გინდოდათ ეს კომისია, ასე რომ მიიყვანეთ ბოლომდე ეს საქმე“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის ახსნა-განმარტების მიცემის დროს განაცხადა. მან განმარტა, რომ შსს ელოდება კომისიის რეკომენდაციებს და დასკვნების საფუძველზე განახორციელებს შესაბამისს ღონისძიებებს. მინისტრმა ასევე ისაუბრა მირზა სუბელიანის დაკავებაზეც ისაუბრა. „ჩვენ ველოდებით, თქვენი კომისიის რეკომენდაციას და დასკვნას, თქვენ ამისთვის შექმენით, იმისთვის რომ დაადგინოთ, ჰქონდა თუ არაა გადაცდომებს ადგილი ეს ერთი, მეორე თქვენი ლოგიკიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა ავიღოთ ახლა ფიფიას მიერ ყველა მშობელთან განხორციელებული ზარი და ყველგან დავიწყოთ გამოძიება. ამიტომ ხართ თქვენ შექმნილები და ნებაიბოძეთ, დაასრულეთ ეს კომისია, გააკეთეთ სათანადო რეკომენდაციები ან დასკვნები და მერე გავაგრძელოთ ამაზე მსჯელობა. რაც შეეხება მირზა სუბელიანს, ვიმეორებ კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ თქვენ აქ მაყურებლებზე მუშაობთ, დაკავებულია და მასთან მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები. გამოძიება გრძელდება, თუ გამოვლინდა, რომელზეც თქვენ საუბრობთ, რა თქმა უნდა, ეს პროცესი დაწყებულია და თქვენ არ დაგიწყიათ ეს და ნუ ბრძანებთ იმას, რომ მირზა სუბელიანის დაკავება მოხდა თქვენი კომისიის შემდგომ, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს“, - აღნიშნა შს მინისტრმა. მანამდე კომისიის წევრებმა შს მინისტრს კითხვით მიმართეს, თუ რაომ ვერ იძნო ხორავას ქუჩის საქმის გამომძიებელმა მირზა სუბელიანი ერთ-ერთ ვიდეო ჩანაწერში, მაშინ როდესაც ის სუბბელიანთან სატელეფონო საუბრებს ხშირად ახორციელებდა, რაზეც გახარიამ უპასუხა, რომ გამომძიებელი არ იყო ვალდებული სცოდნოდა თუ როგორ გამოიყურებიან მშობლები.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)