|
2018-08-03 12:25:58, 948 ნახვა
ეკონომიკა
„ვითიბი ბანკმა“ ხილის გადამამუშავებელი და ნატურალური წვენების მწარმოებელიახალი ქარხნის გახსნა დააფინანსა
"ვითიბი ბანკმა" შპს „აჩინებული“ - ის ხილის გადამამუშავებელი და ნატურალური წვენების მწარმოებელი ქარხნის გახსნა 1 170 000 ლარით დააფინანსა. აღნიშნული თანხიდან, 970 000 ლარი, შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამის ფარგლებში გაიცა, პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 2,5 მილიონი ლარი შეადგინა. საწარმო, კახეთის რეგიონში მდებარეობს. სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, წელიწადის განმავლობაში, 500,000 ლიტრზე მეტი სხვადასხვა სახეობის ხილის ნატურალური წვენის წარმოებაა დაგეგმილი. პროდუქციის რეალიზაცია, პირველ ეტაპზე, ადგილობრივ ბაზარზე მოხდება. სამომავალოდ იგეგმება ექსპორტზე გატანაც. საწარმოში მუდმივად 25 ადამიანია დასაქმებული, ხოლო სეზონურად, 8-10 ადამიანი ემატება. ვითიბი ბანკის მიერ, წლის დასაწყისიდან, შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტის ფარგლებში 132 კრედიტი გაიცა საერთო თანხით 11,8 მილიონი ლარი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)