|
2018-08-02 13:30:13, 490 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე უკრაინის ელჩს საქართველოში იჰორ დოლჰოვს შეხვდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაზე აგრძელებს საქრთველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს. დღეს თორნიკე რიჟვაძე უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იჰორ დოლჰოვს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ მადლობა გადაუხადა უკრაინის ელჩს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. „დღეს ჩვენ მსგავსი გამოწვევებითა და შესაძლებლობებით ვდგავართ ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ასევე გვაერთიანებს ტერიტორიული მთლიანობის საკითხები. უკრაინა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორიცაა. ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით დინამიურად ვითარდება, განსაკუთრებით კი ტურიზმის სექტორში, რასაც უკრაინიდან შემოსული ტურისტების მზარდი რაოდენობაც მოწმობს" - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. აღინიშნა, რომ გაგრძელდება ასევე ორ ქვეყანას შორის რეგიონული თანამშრომლობა როგორც სავაჭრო-ეკონომიკური, ისე ჰუმანიტარულ-კულტურული მიმართულებით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)