00:58 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-31 17:54:56, 588 ნახვა

რეგიონი
ხულოში პროფესიული სასწავლებელი გაიხსნება

ხულოში ახალი პროფესიული სასწავლებელი გაიხსნება, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

„განათლება და მაღალმთიანი აჭარა ეს არის ორი მთავარი განცხადებული პრიორიტეტი ჩემს სამთავრობო ხედვაში და ამ ნაწილში პროფესიული სასწავლებელი ხელს შეუწყობს როგორც განათლების ხელმისაწვდომობას, ისე იმ მიმდინარე პროექტებში ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობას, რაც მაღალმთიან აჭარაში ხორციელდება", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, პროფესიული სასწავლებელი საშუალებას მისცემს მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ ახალგაზრდებს ადგილზე დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას  და თავიანთი წვლილი შეიტანონ მომავალში მაღალმთიანეთის ტურიზმის განვითარების საქმეში.

ხულოს პროფესიული სასწავლებლი ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღის" ფილიალი იქნება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics