08:31 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-31 15:51:48, 800 ნახვა

კომენტარი
ზოიძე: სასამართლოს გადაწყვეტილებამ კანონის აღსრულების ბერკეტი ამოგვაცალა - ყველას ავიწყდება, რომ მარიხუანა ნარკოტიკია

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით აკრიტიკებს.

როგორც ზოიძემ განმარტა, უმჯობესი იქნებოდა სასამართლოს სხვა სახის ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზე ემსჯელა. მისივე შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით პარლამენტმა საკანონმდებლო ბერკეტები დაკარგა.

"მიუხედავად იმისა, ვინ რას ბრძანებს ფორმალურად მარიხუანა რჩება აკრძალული. საუბარია იმაზე, რომ ჩვენ, გუშინდელმა გადაწყვეტილებამ, გამოგვაცალა ბერკეტი კანონის აღსრულებისათვის. ამ ბერკეტებით ჩვენ ვარეგულირებთ მარიხუანას მოხმარებას ქვეყანაში. ალბათ სჯობდა სასამართლოს სხვა ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზე ემსჯელა და არა მარიხუანას. ის, რომ მარიხუანა ნარკოტიკია ეს რატომღაც ყველას ავიწყდება. ვფიქრობთ, რომ მაქსიმალური შეზღუდვები გამოვიყენოთ მარიხუანასთან მიმართებაში. პირადად ვიქნები მომხრე, რომ ეს შეზღუდვები გავრცელდეს 21 წლამდე ასაკის ადამიანებზე, როგორც ეს ცივილიზებულ სამყაროშია. მეორე აკრძალვა უნდა შეეხოს პროფესიებს, რომელთა აღსრულება შესაძლოა იყოს დაკავშირებული ადამიანის ჯანმრთელობასთან ან სიცოცხლესთან. შენახვა და ფლობა დღესაც ჯარიმით ისჯება - უნდა გავამკაცროთ ჯარიმები, რათა დავაბალანსოთ ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

შეგახსენებთ, რომ 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარებაზე არსებული სანქციები არაკონსტიტუციურად ცნო





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics