|
2018-07-31 11:28:58, 675 ნახვა
რეგიონი
ანატოლი ბიბილოვი: ბაშარ ასადი სამხრეთ ოსეთს აუცილებლად ეწვევა
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, სირიის ლიდერი ბაშარ ასადი რეგიონში ჩასვლას აპირებს, - ამის შესახებ ინფორმაციას "სპუტნიკ-ოსეტია" ავრცელებს. როგორც ბიბილოვმა აღნიშნა, ასადის გადაწყვეტილება რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიაროს პოლიტიკური გმირობის ტოლფასია. „შეძლებს თუ არა ბაშარ ასადი ცხინვალში დამოუკიდებლობის 10 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ჩამოსვლას, ჯერ უცნობია. მაგრამ ის, რომ პრეზიდენტი ცხინვალში აუცილებლად ჩამოვა, ეჭვგარეშეა. როცა მას ვემშვიდობებოდი, მითხრა: „შეხვედრამდე სამხრეთ ოსეთში“, - განაცხადა ბიბილოვმა. ცნობისთვის, ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელი დამასკოში "ოფიციალური ვიზიტით" იმყოფებოდა და სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს შეხვდა. ანატოლი ბიბილოვმა ასადს საჩუქრად ხანჯალი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ჯილდო გადასცა. შეგახსენებთ, სირიამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა 29 მაისს აღიარა. საქართველომ თავის მხრივ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთბები გაწყვიტა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)