|
2018-07-31 10:58:09, 533 ნახვა
რეგიონი
აგვისტოში აჭარაში ინოვაციური პროექტი იწყება
2018 წლის აგვისტოს თვიდან აჭარაში ინოვაციური პროექტი - "ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივა აჭარაში“ იწყება. პროექტის მიზანია - აჭარის, როგორც ტურისტულად სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე რეგიონის, ტუბერკულოზისაგან თავისუფალ ,,კუნძულად“ ქცევა. პროექტი განხორციელდება საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭრით, გლობალური ფონდისა და აჭარის ა/რ მთავრობის დაფინანსებით. ⤵ პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ დაგეგმილია რეგიონის მოსახლეობაში: ▶ ტუბერკულოზის, პროექტის ფარგლებში 31 ივლისიდან დაგეგმილია ჯანდაცვის პროვაიდერთა ტრენინგები და გადამზადება. გლობალური ფონდის დაფინანსებით პროექტის განსახორციელებლად რეგიონს გადმოეცემა მობილური ლაბორატორია, ქ. ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებისთვის სატრანსპორტო საშუალებები, სადიაგნოსტიკო ტესტები და სხვა სახარჯი მასალა. მობილური ლაბორატორია რეგიონის სოციალურად დაუცველ მოწყვლად ჯგუფებში და სხვა ეპიდემიოლოგიურად მნიშვნელოვან ლოკაციებში განახორციელებს სკრინინგულ კვლევებსა და ექიმ-ფტიზიატრის კონსულტაციას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)