|
2018-07-30 14:13:49, 1079 ნახვა
ეკონომიკა
იანვარ-ივნისში, საქართველოში 5 000-მდე მშენებლობის ნებართვაა გაცემული
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 2018 წლის იანვარ-ივნისში შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე 4941 ნებართვაა გაცემული, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1,4 პროცენტით ნაკლებია. ამასთან, საქსტატის ცნობით, ნებართვები გაცემულია 2995.9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდს 4,8 პროცენტით აღემატება. გაცემული ნებართვების 72,4 პროცენტი ქვეყნის 3 რეგიონზე მოდის. კერძოდ, 46.8 პროცენტი ქ. თბილისზე, 14.3 პროცენტი – აჭარის ა.რ.-ზე, ხოლო 11.3 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე. „აღსანიშნავია, რომ 2018 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა - ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილითაა წარმოდგენილი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 29.3 პროცენტი ქ. თბილისზე, 16.3 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, ხოლო 11.0 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე: 2018 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულია 928.9 ათასი კვ.მ. ფართობის 1163 ობიექტი. 2017 წლის შესაბამის პერიოდში კი ექსპლუატაციაში შევიდა 1190.1 ათასი კვ.მ. ფართობის 1334 ობიექტი“, - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)