|
2015-06-03 14:03:44, 408 ნახვა
პოლიტიკა
გიგლა აგულაშვილი: მოლაშქრეებთან ერთად დაცული ტერიტორიების მონახულებას ვგეგმავთ
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი მოლაშქრეებთან, ჟურნალისტებთან, ბლოგერებთან, ტუროპერატორებთან ერთად დაცული ტერიტორიების მონახულებას და დაბინძურების კუთხით იქ არსებული ხარვეზების გამოსწორებას გეგმავს. ამის შესახებ მან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. „დაცული ტერიტორიების ერთიანი ფართობი 1.2 %-ით გაიზარდა. გაუმჯობესდა არსებული დაცული ტერიტორიების მართვის სიტემები, დაიხვეწა ბუნების კონსერვაციის მექანიზმები. გარდა ამისა მუშავდება ყველა დაცული ტერიტორიისათვის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი მართვის გეგმები, რომელებიც ითვალისწინებს არა მხოლოდ მის ძირითად ფუნქციას- ბიომრავალფეროვნების დაცვას, არამედ დაცული ტერიტორიების გარკვეულ ზონებში და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ბუნებრივი რესურსების ეფექტურად მართვას, მდგრადი ტურიზმის განვითარებას, სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობას. საუბარი მქონდა ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ერთობლივი ღონისძიებები. ასევე ჩვენ დამოუკიდებლად ვგეგმავთ ბლოგერებთან, მოლაშქრეებთან, კლუბების წარმომადგენლებთან, ჟურნალისტებთან, ტუროპერატორებთან ერთად ჩვენი დაცული ტერიტორიების მონახულებას და ყველა იმ ხარვეზის გამოსწორებას, რომელიც ხშირად არის ელემენტარული, მათ შორის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სისუფთავის, მყარი ნარჩენების მართვის თვალსაზრისით“, - აღნიშნა აგულაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)