|
2018-07-27 14:10:53, 750 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებულ აფხაზეთში ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლებს სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა ემუქრებათ
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა პირველი მოსმენით "კანონპროექტი" მიიღო, რომელიც ნარკოტიკების გასაღებისთვის და სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში მართვისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ "სპუტნიკ-აბხაზია" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, "კანონპროექტი" 26 ივნისს გამართლ "სესიაზე" განიხილეს. როგორც ე.წ. დეპუტატმა დიმიტრი დბარმა აღნიშნა, აქამდე ანალოგიური დანაშაულისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებული იყო 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. „ეს სანქცია იმ პირთა ჯგუფზე გავრცელდება, რომლებსაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები გადააქვთ. ეს სანქცია არ გავრცელდება ჩვეულებრივ მოქალაქეებზე, რომლებიც ნარკოტიკებს მოიხმარენ. სანქცია მხოლოდ და მხოლოდ გამავრცელებლებს შეეხებათ“, - აღნიშნა დბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)