|
2018-07-26 18:18:36, 800 ნახვა
კომენტარი
რომან გოცირიძე: გურიის გუბერნატორი ხემ გადაარჩინა
„ხემ გუბერნატორი გადაარჩინა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ საკუთარ facebook-ის გვერდზე დაწერა. გოცორიძე გუბერნატორების გათავისუფლებას და გურიის გუბერნატორის მერაბ ჭანუყვაძის თანამდებობაზე დატოვებას გამოეხმაურა. „წუხელ გუბერნატორებს დაურეკეს და აუწყეს, რომ გადაყენებული ბრძანდებითო. დაემშვიდობა გურიის გუბერნატორი თანამშრომლებს თვალზე ცრემლმორეული, დილით კი უთხრეს, რომ მხოლოდ მას ტოვებენ თანამდებობაზე. გაირკვა, რომ გიგანტური ხეების გადარგვა ბიძინა ივანიშვილის პარკში ჯერ კიდევ არ ყოფილა დასრულებული. ამ კაცის მთავარი ფუნქცია თურმე ხეების გაცილება ყოფილა. ბედი არ გინდა?!“, - წერს გოცირიძე. შეგახსენებთ, რომ გურიის გუბერნატორის, მერაბ ჭანუყვაძის თანამდებობიდან გადადგომის განცხადება პრემიერმა არ დააკმაყოფილა და ჭანუყვაძე პოსტზე დატოვა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)