|
2015-06-03 12:31:32, 504 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: ილვესი იყო პირველი პრეზიდენტი, რომელიც 2008 წლის ომის დროს, საქართველოში ჩამოვიდა
საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ტომას ჰენდრიკ ილვესს შეხვდა. როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ილვესი ერთ-ერთი პირველი იყო იმ პრეზიდენტებს შორის, რომელიც საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩამოვიდა. “ესტონეთის პრეზიდენტმა ამ შენობაში კიბეებზე გაიხსენა მისი ბოლო ვიზიტი ამ შენობაში - ეს იყო 2008 წლის აგვისტო, ის დღეები, როცა რუსეთის არმია საქართველოს ქალაქებსა და სოფლებს ჯერ კიდევ ბომბავდა და ყველას გვახსოვს, რომ ტომას ჰენდრიკ ილვესი იყო ერთ-ერთი პირველი იმ პრეზიდენტთაგანი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა, მიუხედავად დახურული საჰაერო სივრცისა და იმ პრობლემებისა. ამით მან ფასდაუდებელი დახმარება აღმოგვიჩინა ჩვენ, ქართველებს და საქართველოს. ამიტომ, როდესაც ილვესი საქართველოში ჩამოდის, ჩვენ კიდევ ძალიან მყარად ვაცხადებთ, რომ საქართველო არ არის მარტო“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)