|
2018-07-26 15:17:58, 525 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის უნივერსიტეტის განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ უნივერსიტეტის განახლებული ლაბორატორიები და აუდიტორიები დაათვალიერა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმის უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა თორნიკე რიჟვაძეს ინფორმაცია მიაწოდა ყველა იმ პროექტის შესახებ, რომელიც 2017-2018 წლებში აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. აღინიშნა, რომ ბათუმის უნივერსიტეტი საქართველოს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს შორის ერთ-ერთი პირველია, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთათვის ადაპტირებული ლიფტი მონტაჟდება. რეგიონის ხელმძღვანელმა პირებმა ასევე უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ცენტრი დაათვალიერეს, რომელიც სასწავლო-პრაქტიკულ დანიშნულებასთან ერთად კომერციული საქმიანობასაც ეწევა. გარდა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლისა, აქტიურად ხორციელდება სტუდენტთა განათლების ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული პროგრამები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)