|
2018-07-25 15:25:41, 597 ნახვა
რეგიონი
იმერეთის რეგიონში ფერმერებს კონსულტაციები გაეწიათ
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები და სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები პროექტის „მობილური ექსტენიცა“ ფარგლებში, იმერეთის რეგიონის ფერმერებს შეხვდნენ და მცენარეთა დაცვის, ვეტერინარიის და კენკროვანი კულტურების მოვლა-მოყვანის საკითხებზე ადგილზე კონსულტაციები გაუწიეს. სპეციალისტებმა საჩხერის, ჭიათურის, თერჯოლის, ტყიბულის, წყალტუბოს, ხონის, სამტრედიის და ვანის მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლების ფერმები და ნაკვეთები მოინახულეს, სამინისტროს მიმდინარე პროექტები გააცნეს და თემატური ბროშურები დაურიგეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტი „მობილური ექსტენცია“ 2016 წლიდან მიმდინარეობს და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. პროექტის მიზანი ადგილობრივი ფერმერების მხარდაჭერა, მათთვის კონსულტაციების გაწევა და სახელმწიფო პროგრამების გაცნობაა. პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში სპეციალისტები 1-3 აგვისტოს ბაღდათის, ზესტაფონის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების სოფლებს ეწვევიან.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)