|
2018-07-25 14:14:40, 635 ნახვა
რეგიონი
ზაალ მიქელაძემ ღვაწლმმოსილ ექიმს, გიული მალანიას სიგელი გადასცა
ღვაწლმოსილ ექიმს, ენდოკრინოლოგ - გიული მალანიას 75 წლის საიუბილეო თარიღთან და საექიმო საქმიანობის 50 წელთან დაკავშირებით აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ სიგელი გადასცა. მინისტრმა ღვაწლმოსილ ექიმს რეგიონის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა, ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა. ქალბატონი გიული ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკაში საქმიანობს. სამედიცინო განათლება 1968 წელს მიიღო. დაამთავრა ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. მოგვაინებით კვალიფიკაცია თერაპიასა და ენდოკრინოლოგიაში აიმაღლა. მინისტრთან ერთად გიული მალანიას საიუბილეო თარიღი მიულოცეს სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა თემურ ქარცივაძემ და სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა მანანა ფაღავამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)