|
2015-06-03 11:24:21, 403 ნახვა
საზოგადოება
ქართველ და გერმანელ ოტორინოლარინგოლოგებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ფორმდება
„ნიუ ჰოსპიტალსში“ დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რომელიც სმენის აღდგენასთან დაკავშირებული ურთულესი ოპერაციების ჩატარებას და ქართველ და გერმანელ ექიმებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს ითვალისწინებს. მემორანდუმის საფუძველზე, „ნიუ ჰოსპიტალსი“ გერმანიაში, როსტოკის საუნივერსიტეტო კლინიკაში დახელოვნებისთვის მიავლენს ფიზიკოსსა და ლოგოპედს, რაც მყარ საფუძველს ჩაუყრის ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებას „ნიუ ჰოსპიტალსში“ იმპლანტირებული პაციენტების რეაბილიტაციისთვის. მემორანდუმს ხელს მოაწერენ „ნიუ ჰოსპიტალსის“ გენერალური დირექტორი ნიკა ოქრიაშვილი და ოტო კორნერის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი პროფესორი რობერტ მლინსკი. „მემორანდუმის ფარგლებში პროფესორი რობერტ მლინსკი პერიოდულად ჩამოვა და „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოტორინოლარინგოლოგებთან ერთად ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების ურთულეს ოპერაციებს ჩაატარებს. ეს არის პირველი ნაბიჯი ევროპული დონის ყურის ქირურგიის განვითარებისა საქართველოში. ამ ვიზიტის ფარგლებში, დასრულდება მოსამზადებელი სამუშაოები და მომავალი წლიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ კოხლეარული იმპლანტაციები დაიგეგმება“, აცხადებენ „ნიუ ჰოსპიტალსში“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)