10:48 - 28 May, 2026
|
2018-07-24 19:39:56, 1193 ნახვა
სამართალი
შსს-მ თბილისში 74 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე ირანის მოქალაქე, 1993 წელს დაბადებული დ.ჯ. დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ერთი შეკვრა ნარკოტიკული საშუალება, ხოლო თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე მდებარე მისი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას დიდი ოდეობით, 73 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, სავარაუდოდ, "ჰაშიში" ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)