|
2018-07-24 12:36:46, 1080 ნახვა
სამართალი
თორნიკე კაჭარავას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახავა-ტარების ბრალდებით დაკავებულ თორნიკე კაჭარავას, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე ბრალდებულისთვის 30 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითოვდა, თუმცა სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პროკურორი მინდია დავითაძე მოსამართლის გადაწყვეტილებით კმაყოფილია და აცხადებს, რომ ბრალდებულის მხრიდან მიმალვისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის საფრთხე არსებობდა. „პატიმრობა იყო ერთადერთი ღონისძიება, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული ბრალდებულის მიმალვა, მის მიერ მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა და დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთა. სასამართლომ სრულად გაიზრიარა აღნიშნული გარემოებები და მის მიმართ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა“, - აღნიშნა პროკურორმა. შეგახსენებთ, რომ თორნიკე კაჭარავა პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურისა და მისი ქალიშვილის, ანა მარგველაშვილის მეგობარია. მანამდე იგი ნარკოდანაშაულისთვის იყო დაკავებული, თუმცა მოგვიანებით, 15 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ამჯერად, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)