|
2018-07-21 19:43:19, 4149 ნახვა
სპორტი
ბაქრაძე: ქვეყანას სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც მშვიდობიანად, გააზრებულად წაიყვანს წინ ერთიან საქართველოს
„ამ ქვეყანას სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც მშვიდობიანად, გააზრებულად წაიყვანს წინ ერთიან საქართველოს“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ, პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ბაქრაძემ თანაგუნდელებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და მხარდამჭერებს მიმართა: „მადლობა იმისთვის, რომ დღეს აქ, თქვენს თვალებში ვხედავ იმას, რაც ასე აკლია დღეს საქართველოს და რისი დაბრუნებაც იქნება ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა. თქვენს თვალებში ვხედავ იმედს იმისას, რომ საქართველოს შეუძლია იყოს უკეთესი და რწმენას, რომ საქართველოს შეუძლია ბრძოლა. ეს უნდა დავაბრუნოთ მთელ საქართველოში, ყველამ გაიგოს, რომ ბრძოლას აქვს აზრი. თუ ჩვენ ვიბრძოლებთ, თუ ჩვენ ერთად ვიდგებით, საქართველო წავა წინ და იქნება უკეთესი”, – აღნიშნა ბაქრაძემ. მისივე თქმით, მთავარი ამოცანა არა კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ სიღარიბისა და გაჭირვების დამარცხება იქნება. „დღეს ვაცხადებ, რომ ჩემი ამოცანა არ იქნება კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული პოლიტიკოსების წინააღმდეგ ბრძოლაც კი. მთავარი ამოცანა იქნება დავამარცხოთ უიმედობა, დავამარცხოთ გაჭირვება, დავამარცხოთ კითხვა, რომ არაფერი გვეშველება. აი, ეს უნდა დავამარცხოთ საქართველოში იმიტომ, რომ არ არსებობს, ჩვენ დავკარგოთ საქართველოს ხვალინდელი დღის იმედი. საქართველოს არასდროს არ ჰქონია ადვილი დღევანდელი დღე. ჩვენი წინაპრების თაობები ყოველთვის იბრძოდნენ უკეთესი მომავლისთვის და ამიტომ არ მოხდება ისე, რომ ჩვენ, ჩვენმა თაობამ ჩვენმა გუნდმა ხელები ჩამოვუშვათ, შევწყვიტოთ ბრძოლა უკეთესი მომავლისთვის და საქართველოს მომავალი გავაყოლოთ იმ უნიათო გუნდს, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას. არ მოხდება ასე. ჩვენ ვიბრძოლებთ დღევანდელი ხელისუფლების დასამარცხებლად, „ქართული ოცნების“, როგორც იმ პოლიტიკური ძალის დასამარცხებლად, რომელმაც ეს უიმედობა მოიტანა. ჩვენ ვიბრძოლებთ პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ და არა ადამიანების წინააღმდეგ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთად დადგომა. ბევრი განსხვავებაა ჩვენს შორის, მაგრამ არის ერთი საერთო, რომელიც განუზომლად მაღლა დგას, ვიდრე ნებისმიერი განსხვავება. ამ საერთოს სახელი საქართველოა. საქართველოს გულისთვის ყველამ უნდა შევძლოთ ერთად დადგომა, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის. ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ ქვეყანა წავიყვანოთ წინ. საქართველოს სჭირდება ცვლილებები და უკეთესობა, ეს არ უნდა მოდიოდეს დაპირისპირებით, ქვის სროლით, შუღლით. ჩვენ ეს ყველაფერი გავიარეთ. ჩვენ ვნახეთ, რა ხდება ქვეყანაში, როდესაც ქართველი ქართველის წინააღმდეგ ხელს იღებდა. ამ ქვეყანას სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც მშვიდობიანად, გააზრებულად წაიყვანს წინ ერთიან საქართველოს”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)