|
2018-07-21 13:45:23, 1037 ნახვა
სამართალი
შსს-ს პოლიციის აკადემიაში უმაღლესი განათლების კომპონენტი უქმდება
საქართველოს პარლამენტმა დღეს“უმაღლესი განათლების შესახებ” და “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონებში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია უმაღლეს საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებს აღარ განახორციელებს და პროფესიული მომზადების კომპონენტის გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული. „ცვლილებების შემუშავება სამინისტროში მიმდინარე რეფორმების პროცესით არის განპირობებული, რომლის მიზანია გამოძიების ხარისხის გაზრდა, პოლიციელთა კვალიფიკაციის ამაღლება და პრევენციაზე ორიენტირებული საპოლიციო სისტემის ჩამოყალიბება. შესაბამისი უნარ-ჩვევების მქონე პოლიციელთა მომზადება და მართლწესრიგის დაცვის თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავება აკადემიის მატერიალური და ადამიანური რესურსების მთლიანად პროფესიული მომზადების/გადამზადებისკენ მიმართვას მოითხოვს. აკადემიის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები კი სწავლას სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელებენ“, - აცხადებენ შსს-ში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)