|
2015-06-03 09:23:36, 398 ნახვა
საზოგადოება
ხევსურეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ხევსურეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივ რესურსების დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. „პირიქითა ხევსურეთში, შატილის თემის სოფელ ხონისჭალაში, მდინარე ანზაკის ხეობაში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესების გააქტიურებას. არსებული ინფორმაციით, 1 ადამიანი არის დაკარგული. ამ ეტაპზე შეუძლებელი ხდება ადგილზე გეოლოგების ჯგუფის გამგზავრება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე გაემგზავრება შატილში. ქართველი და ჩეხი გეოლოგების მიერ მოხდება ადგილზე სიტუაციის შეფასება, რისკების განსაზღვრა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა გადაუდებელი ღონისძიებების გასატარებლად“, - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)