|
2018-07-21 10:49:12, 846 ნახვა
სამართალი
შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქ. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1974 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინის" შემცველი "სუბოტექსის" 40 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)