|
2018-07-20 17:43:12, 1755 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში იეშიმ ელჰან კაილართან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ვრცლად მიმოიხილეს ADB-ის დაფინანსებით საქართველოში მიმდინარე პროექტები და ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები. აზიის განვითარების ბანკის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ივანე მაჭავარიანს მიულოცა ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და გამოთქვა მზაობა, მთავრობასთან ერთად გაგრძელდეს აქტიური თანამშრომლობა ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებების მხარდასაჭერად. მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს მიმდინარე წლის ივნისში, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის, ტაკეჰიკო ნაკაოს საქართველოში პირველ ვიზიტს და აღნიშნეს, რომ თბილისში გამართული შეხვედრები, ხელს შეუწყობს ADB-სთან თანამშრომლობა გადავიდეს განვითარების ახალ ეტაპზე. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მთავრობა აფასებს იმ თანადგომას, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი უწევს საქართველოს სტრუქტურული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესში, განსაკუთრებით, ქვეყნის ძირითადი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. ფინანსთა მინისტრმა სტუმართან ერთად ასევე, განიხილა მთავრობის დაგეგმილი რეფორმები, რომელიც ითვალისწინებს საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობას ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა 2019-2021 წლების თანამშრომლობის სფეროებზე, რომელთა შორის პრიორიტეტულად დასახელდა განათლების სექტორი, სადაც აზიის განვითარების ბანკი მზადაა აქტიურად ჩაერთოს მომავალი რეფორმის განხორციელების პროცესში. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ADB-ის რეგიონული ოფისის დამხარებით, საქართველოს და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობა მომავალშიც პოზიტიურად განვითარება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)