|
2018-07-20 17:40:18, 1085 ნახვა
სამართალი
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს საკანში კითხავენ
ხადას ხეობაში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს, საკანში კითხავენ. ბრალდებულის ადვოკატის, დავით გირგვლიანის განცხადებით, კობაური გამოძიებას იმ ორი ადამინის გარეგნულ მახასიათებლებს გააცნობს, რომლებმაც მისი მტკიცებით, მკვლელობა ჩაიდინეს. „ჩვენ მივცემთ სრულ ჩვენებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოვიდნენ ადამიანები ხადას ხეობაში, როგორ გამოიყურებოდნენ, როგორ განვითარდა მოვლენები, შესაბამისად, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან იმ მხრივ, რომ მან როგორც მოწმემ და არა ბრალდებულმა, რაც დაინახა, ყველაფერი გადასცეს საგამოძიებო ორგანოს. ეს ადამიანი არ არის წინააღმდეგი, რომ შექმნას ფოტორობოტი, მისი მხრიდან ჩემთვის ნათქვამი, იმ აღწერილობიდან გამომდინარე, როგორც მან ეს ორი ადამიანი აღწერა სრულიად შესაძლებელია ფოტორობოტის შექმანა“, -აღნიშნა ადვოკატმა. შეგახსენებთ, 6 ივლისს ხადას ხეობაში საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირი და მათი 4 წლის შვილი გაუჩინარდა. ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ლ.ს. ხევში, ჩანჩქერის პირას იმავე დღეს იპოვეს, 7 ივლისს კი, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე 1975 წელს დაბადებული რ.ს.-ს ცხედარი აღმოაჩინეს. რაც შეეხება მცირეწლოვანს, შსს-ს ცნობით, ბავშვის ცხედარი საქმეზე დაკავებულ პირთან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად აღმოაჩინეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რ.ს.-ს და მის შვილს. ხოლო ლ. ს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. დაკავებულმა მოკლული მამაკაცი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვნის ცხედარი ზვავში დამალა“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. სასამართლომ 11 ივლისს სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)