|
2018-07-19 17:49:25, 763 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: დავით ჭიჭინაძეს რამდენიმე თვე პასუხს არ ვცემდით, თუმცა მან დასკვნები ვერ გამოიტანა
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, პარტიიდან დეპუტატ დავით ჭიჭინაძის გარიცხვას ეხმაურება. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, პარტია რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდა დეპუტატისთვის პასუხი არ გაეცა, თუმცა მდინარაძის შეფასებით, ჭიჭინაძემ დასკვნები ვერ გამოიტანა. "ზოგადად, გუნდი იმისათვის არსებობს, რომ იქ სხვადასხვა საკითხები შეჯერდეს, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მმართველი გუნდის წევრებმა ყოველგვარი შეჯერების გარეშე მიაწოდონ საზოგადოებას განსხვავებული პოზიციები, ეს ავტომატურად ქაოსს ნიშნავს და როდესაც ამას პოპულიზმი და თანაგუნდელების მიმართ შეურაცხყოფაც ემატება, ეს დესტაბილიზაციის განცდას და შანსს კიდევ უფრო ზრდის, რაც მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" ტიპის ოპოზიციის ინტერესებში ჯდება და პირდაპირ ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესებს. სწორედ ამიტომ არის, რომ დავით ჭიჭინაძეს დღეს მხოლოდ ნაციონალი ნიკა მელია და რომან გოცირიძე იცავენ. რამდენიმე თვის განმავლობაში ვცდილობდით პასუხი არ გაგვეცა ბატონი დავითისთვის, თუმცა მან აქედან შესაბამისი დასკვნები ვერ გამოიტანა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „გასული რამდენიმე თვის განმავლობაში მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს“.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)