|
2015-06-02 18:19:13, 402 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: საჰაერო თავდაცვის სისტემის თემაზე თავის დროზე იმაზე მეტი ისაუბრეს, ვიდრე შეიძლებოდა და არ მინდა მეც იმ რიგში ჩავდგე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საჰაერო თავდაცვის სისტემის საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს თემა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველია და ამიტომ, მასთან დაკავშირებით საუბარი მიზანშეწონილად არ მიაჩნია. „ამ თემებზე მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებ.ვინც თავის დროზე ამაზე ისაუბრა, ისაუბრა იმაზე მეტი, ვიდრე შეიძლებოდა რომ ესაუბრა. ამიტომ, მეც არმინდა რომ იმ რიგში ჩავდგე.ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხი და ეს არის ის თემა, რომელიც თუკი რამეს დავახარისხებთ სწორედ არის სახელმწიფო საიდუმლოება. მაიტომ, მესმის, თქვენი ინტერესი სრულიად ლეგიტიმური და აბსოლუტურად სწორია, მაგრამ ჩემიც უნდა გაიგოთ, რომ მე ამაზე ბევრს ვერ ვილაპარაკებ“,-განაცხადა თინა ხიდაშელმა. შეგახსენებთ, თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ კონტრაქტს, რომელიც საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვითი იარაღის და საჰარეო თავდაცვითი სისტემის შესყიდვას გულისხმობს, ხელს მოაწერს.
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)