23:53 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-02 18:06:17, 368 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: მიუხედავად პატარა ზომისა, ესტონეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი სერიოზული დონორია

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ესტონეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ერთგული პარტნიორი და მხარდამჭერია. როგორც ხიდაშელმა პრეზიდენტის სასახლეში ტოომას ჰენდრიკ ილვესის დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გაფართოებულ შეხვედრაზე კონკრეტული პროექტების გარდა, სტრატეგიულ და გლობალურ თემებზე ისაუბრებენ. „ესტონეთი ერთ-ერთია იმ ევროკავშირის ქვეყნებსა და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის რომელიც შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ მიუხედავად მისი პატარა ზომისა, მცირე ეკონომიკისა სხვა ქვეყნებთან შედარებით, არის ერთ-ერთი უფრო სერიოზული დონორი ჩვენთვის, ყველაზე მეტად მხარდამჭერი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარტნიორი და და ერთგული პარტნიორი ნებისმიერ ფორუმზე. ამიტომ, ბუნებრივია რომ კონკრეტული პროექტების გარდა დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვერ ავცდებით საუბარს უფრო სტრატეგიულ და გლობალურ თემებზე.წინ არის ვარშავის სამიტი, ასევე იმ დაპირების შესრულება და ფაზები, რომელიც მივიღეთ რიგაში, ამიტომ, ბუნებრივია ყველა ის თემა ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან და საქართველოს ძალიან დიდ მეგობარ პრეზიდენტ ილვესთან განხილვის საგანი იქნება, თუმცა ბუნებრივია საუბარი კონკრეტულ პროექტებსაც შეეხება, მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ფართოდ დავინახოთ საქართველო-ესტონეთის ურთიერთობა, ვიდრე რომელიმე კონკრტეტული პროექტი რაოდენ მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს“,-განაცხადა თინა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics